ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის ფონდის -"წმინდა ანდრიას ჯვარი" ფარგლებში კოლეჯ "სპექტრში" 18-19-20 ოქტომბერს გაიმართა "ხელოვნების დღეები", ჩატარდა გრაფიკული და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა, დოკუმენტური ფილმების ჩვენება და მასტერკლასები.
მოეწყო ახალგაზრდა ხელოვანის ალეკო შადაგიშვილის ნამუშევრების ვერნისაჟი - "ცნობილი ადამიანები კინოსამყაროდან".
წარმოდგენილი იქნა დოკუმენტური ფილმი - ”საიდუმლო საქართველო-ცრემლიგაცია” - რეჟისორი ლექსო გელაშვილი; "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" - რეჟისორი თეიმურაზ ქარუხნიშვილი, "სტუმრად პატრიარქთან" - რეჟისორი თამარ ბართაია, ოთარ ლითანიშვილი; "სინას მთის საგანძური" - რეჟისორი კახა იმნაიშვილი.
ფილმის ჩვენება უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებზე ჩატარდება ქალაქ ბათუმსა და ნიუ-იორკში.
იხილეთ ვიდეო "ხელოვნების დღეები" კოლეჯ "სპექტრში"
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 768866
მის: ქ. თბილისი, ბ. ჭიჭინაძის ქ. N10



