მისია და ხედვა
კოლეჯის მისიაა, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოვამზადოთ მაღალი რანგის პროფესიონალები და შევქმნათ პირობები მათი საგანმანათლებლო მიზნების განხორციელებისა და წარმატებული დასაქმებისათვის.
ლიდერობა, მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინება, ეფექტიანი მართვა, ინოვაციების დანერგვა, ის ზოგადი ღირებულებებია, რომლებიც პრიორიტეტია სასწავლებლისათვის.
კოლეჯის ხედვაა, იყოს ერთერთი წამყვანი სასწავლებელი, სტუდენტების დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, პროფესიონალი პედაგოგებით, დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროებითა და მრავალფეროვანი პარტნიორებით;
- შეუნარჩუნოს კოლეჯს ლიდერის იმიჯი და პოზიციები სამშენებლო სფეროს მიმართულებით;
- სამუშაო ბაზრის მოთხოვნათა საფუძველზე, პროფესიული კადრის მომზადება;
- ინკლუზიური განათლების დანერგვა და განვითარება პიროვნებაზე ორიენტირებული, მოქნილი მიდგომის დანერგვით;
- სოციალურ პარტნიორთა ჩართულობით კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის გაზრდა;
- კერძო ინვესტორებისა და დონორების მოზიდვა დამატებითი სასწავლო ფართების აღჭურვილობისა და რეაბილიტაციისათვის.